საქართველოს სტუდენტური ნაკრების ტრიუმფი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე საბრძოლო სახეობებში! ალბანეთის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ჩვენებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ჯამში 6 მედალი — 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
ტირანამ 39 ქვეყნის 400-ზე მეტი უნივერსიტეტის 1 600-ზე მეტ საუკეთესო ათლეტს უმასპინძლა. სპორტსმენები ერთმანეთს ოთხ დისციპლინაში ეჯიბრებოდნენ: ძიუდოში, კარატეში, ტაეკვონდოსა და კიკბოქსში.
საქართველოს ნაკრებმა სამივე ოქროს მედალი ძიუდოში მოიპოვა! ჩვენებმა პირველი ადგილი აიღეს ასევე გუნდურ ჩათვლაში.