08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
ჩინეთი - ფეიერვერკების ქარხანაში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში ფოერვერკების ქარხანაში მომხდარ აფეთქებას. 7 დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ახლო მდებარე შენობებიც დააზიანა. უცნობია მისი გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ჩინეთში წლის ამ პერიოდში მსგავსი ინციდენტი მანამდეც მომხდარა. ეს სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად უსაფრთხოების ზომების დაბალ მაჩვენებელსაც უკავშირდება.

ჩინეთში თებერვლის დასაწყისში ახალ წელს აღნიშნავენ.

დღის ამბები