08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
უკრაინა ყირიმის ელექტროენერგიით მომარაგებაზე კონტრაქტის ხელმოსაწერად მისი პირობის დაკმაყოფილებას ითხოვს

ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრიანის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს კონტრაქს ყირიმის ელექტროენერგიით მომარაგების შესახებ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ კონტრაქტს ხელს იმ შემთხვევაში მოეწერება, თუ ნახევარკუნძული უკრაინის ნაწილად იქნება დაფიქსირებული.

ყირიმის ნახევარკუნძულს ელექტრომომარაგების პრობლემა გასული წლის ნოემბერში, გადამცემ ხაზებზე საბოტაჟის შემდეგ შეექნა. ამას მოჰყვა რუსეთსა და უკრაინას შორის ყირიმის ელექტრო მომარაგების შესახებ კონტრაქტის ამოწურვა.

მოსკოვი ეწინააღმდეგება ოფიციალური კიევის პოზიციას ახალი კონტრაქტის ფორმულირებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები