08 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
NASA ფოტომასალას ავრცელებს - პლუტონზე გაყინული ვულკანი ჩანს

ნასამ პლუტონის ახალი ფოტომასალა გაავრცელა, სადაც გაყინული ვულკანი ჩანს. კადრები 2015 წლის ივლისში ნიუ–ჰორიზონზე დამონტაჟებულმა კამერამ 48 ათასი კილომეტრის მანძილიდან გადაიღო.

მეცნიერები, თითქმის, დარწმუნებულები არიან, რომ პლუტონზე ორი ვულკანი არსებობს და კადრებზე ერთერთი მათგანია ასახული.

სპეციალისტების ვარაუდით, ვულკანური მთის სიმაღლე 4 კილომეტრს აღწევს. ამ მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი, რომელიც მეცნიერებისთვისაა ცნობილი.

დღის ამბები