08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ინდონეზიის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ინდონეზიაში გუშინდელი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებს ეძებენ. გამთენიისას, ჯაკარტის სამხრეთით 3 პირი დააკავეს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰქონდათ თუ არა მათ უშუალო კავშირი თავდასხმების სერიაში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, ერთ–ერთი დაკავებული ბომბების დამზადების სპეციალისტი, მეორე ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი, მესამე კი სასულიერო პირია.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, რომელმაც წერილობითი განცხადება გაავრცელა და ირწმუნება, რომ ჯაკარტის ცენტრში თავდასხმები ხალიფატის მებრძოლებმა მოაწყეს.

დღის ამბები