08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
იაპონიაში უბედურ შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა

 14 ადამიანი დაიღუპა იაპონიაში უბედური შემთხვევის შედეგად. ავტობუსი, რომელსაც ტურისტები სამთო–სათხილამურო კურორტზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა.

ინცინდენტი ნაგანოს პრეფექტურაში მოხდა. ავარიის დროს ავტობუსში 41 ადამიანი იმყოფებოდა. 27 დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით არ სახელდება. ვარაუდობენ, რომ ვიწრო გზაზე მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტობუსი გზიდან გადავიდა.

დღის ამბები