08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებამ სომალიში სამხედრო ბაზა დაიკავა

თავდასხმა ალ–შაბაბის მებრძოლებმა გამთენიისას განახორციელეს. გავრცელებული ცნობით, მათ ბაზაზე 60 კენიელი ჯარისკაცი მოკლეს. ისლამისტებსა და სამხედროებს შორის ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილობრივების განცხადებით, სროლის გარდა მათ ძლიერი აფეთქებების ხმაც გაიგეს. მოსახლეობის მხრიდან თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ხალხმა ქალაქი ბრძოლის დაწყებისთანავე დატოვა.

სამხედრო ბაზა აფრიკის კავშირს ეკუთვნოდა, რომლის ქვედანაყოფებიც სომალის სამთავრობო ძალებს დაჯგუფება ალ-შაბაბის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

დღის ამბები