28 სექტემბერი 2026,   16:00
ვრცლად
შემოქმედებითი კონკურსი "ტყის პატარა მცველი" იწყება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების I-V კლასების მოსწავლეებს შემოქმედებით კონკურსში "ტყის პატარა მცველი" მონაწილეობას სთავაზობს. კონკურსის მიზანია, ბავშვებში ტყისა და მისი ბინადრების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება I-V კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. ნამუშევრები ორ ასაკობრივ ჯგუფში - I-II და III-V კლასებში შეფასდება. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ჟიური 5 გამარჯვებულს გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება 28 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შემოქმედებითი კონკურსი "ტყის პატარა მცველი" პროექტ ECO.Georgia-ს ფარგლებში ტარდება. პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით.

კონკურსის პირობებისა და მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდსა და სოციალურ პლატფორმებზე.

დღის ამბები