08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
სპეცოპერაცია ბურკინაფასოს დედაქალაქში - ტერორისტთა ჯგუფი სასტუმროს შენობას დაესხა თავს

ბურკინა ფასოს დედაქალაქში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამთავრობო ძალებმა, საფრანგეთის პრეცრაზმის დახმარებით, უაგა–დუგუში შტურმით აიღეს სასტუმროს შენობა, რომელსაც ტერორისტთა ჯგუფი დაესხა თავს.

შეიარაღებულმა პირებმა თავდაპირველად დანაღმული მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე კაფეში გახსნეს ცეცხლი, საბოლოოდ კი სასტუმროს შენობაში შეიჭრნენ და ათობით ადამიანი მძევლად აიყვანეს. თავდასხმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა, 63 კი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს, მათ შორის 30–ზე მეტი დაშავებული.

ჯერ უცნობია, რჩებიან თუ არა კიდევ მძევლები სასტუმროს შენობაში. ადგილზე სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ალ ქაიდას" ერთ–ერთმა ფრთამ აიღო.

დღის ამბები