08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
თურქეთში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია გრძელდება

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია გრძელდება.

სამართალდამცველებმა რეიდები ამჯერად ქალაქ სილოპიში, სიზრესა და დიარბაქირის ერთ–ერთ რაიონში ჩაატარეს. შედეგად სამხედროებმა 19 მებრძოლი მოკლეს. შეტაკების დროს დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც.

ვითარება თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში ივლისში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქურთთა მუშათა პარტიას სამტავრობო ძალებთან ორ წლიანი ცეცხლის შეწყვეტის ზავის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

 

ფოტო: არქივი

დღის ამბები