29 სექტემბერი 2026,   17:02
ვრცლად
ნებისმიერი ხელოვნური მცდელობა, რომ ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკაში, კულტურაში შემოიტანონ ძალადობა, როგორც ნორმა, ვერ იქნება მიღებული - ლევან მახაშვილი შალვა პაპუაშვილის წერილზე

მოითხოვს თუ არა ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას, - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი საუბრობს კორძისა და სააკაშვილის მხრიდან გინების ფონზე საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, ე.წ "სექტის" ქცევაზე და ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციაზე, რომელიც, მისი შეფასებით, ძალადობისა და გინების წახალისებას უწყობს ხელს.

მმართველი გუნდის შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არა ქართული, არამედ "გარედან შემოტანილი კამპანიაა". 

ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ რაიმე ფორმით ძალადობის შემოტანა ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკასა თუ კულტურაში, როგორც ნორმის, სრულიად მიუღებელია.

"ნებისმიერი ხელოვნური მცდელობა, რომ ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკაში, კულტურაში შემოიტანონ ძალადობა, როგორც ნორმა, ვერ იქნება მიღებული ვერანაირი შეფუთვით, ვერანაირი გალამაზებით და ვერანაირი სხვა ტიპის ძალისხმევით.

ძალადობა არის მიუღებელი და მისი ნორმალიზებაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს იქნება  ევროკავშირის დელეგაცია თუ ბრიუსელის მაღალჩინოსნები, თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ პოლიტიკურად, ფინანსურად, სხვა გზით მხარს უჭერს ამ პროცესს, ესეც სათანადოდ შეფასდება. ძალადობას არ აქვს ადგილი ქართულ საზოგადოებაში და მისი გამართლება ხან გამოხატვის თავისუფლების იარლიყებით თუ შეფუთვით, უფრო მეტ რამეს აჩვენებს - სწორედ ამ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ ძალადობის ნორმალიზებას. ამიტომ, ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოში რადიკალიზაციის, ძალადობის შემოტანას და წახალისებას," - აცხადებს ლევან მახაშვილი. 

დღის ამბები