08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
ირანს სანქციები შესაძლოა დღეიდან მოუხსნან

ირანს სანქციები შესაძლოა დღეიდან მოუხსნან. გადაწყვეტილებას ექვსმხრივი მოლაპარაკების მონაწილეები დღეს ვენაში მიიღებენ.

ჯონ კერი და მისი ირანელი კოლეგა უკვე გაემგზავრნენ ავსტრიის დედაქალაქში, სადაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ირანის მხრიდან ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულებას სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.

სანქციების გაუქმების შემთხვევაში ირანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უცხოეთში დაყადაღებული ანგარიშები და აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აღწევს. ამას გარდა თეირანს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ექსპორტის 500 ათას ბარელამდე გაზრდის უფლებაც მიეცემა.

დღის ამბები