08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ჰავაის კუნძულზე ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

ჰავაის კუნძულ ოაჰუს მახლობლად შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. კატასტროფა ღამის საათებში, საწვრთნელი მისიის დროს მოხდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

თითოეული ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის ექვს–ექვსი წევრი იმყოფებოდა. გადაურჩა თუ არა რომელიმე მათგანი ავიაკატასტროფას, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.

სამაშველო ჯგუფებმა ამ დროისთვის წყალში მხოლოდ ვერტმფრენების ფრაგმენტებს მიაგნეს. ოპერაციას ძლიერი ქარი და დიდი ტალღები აფერხებს.

დღის ამბები