08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
საფრანგეთის პროკურატურა სამედიცინო ექსპერიმენტის ფატალურ შედეგებს იძიებს

საფრანგეთის პროკურატურა სამედიცინო ექსპერიმენტის გარემოებებს იძიებს, რომელსაც ფატალური შედეგი მოჰყვა. ქალაქ რენში ახალი პრეპარატის კლინიკურ კვლევების ერთერთ მონაწილეს ტვინი გაეთიშა, 5 მოხალისე კი სერიოზული ნევროლოგიური დარღვევებით უმძიმეს მდგომარეობაშია.

პრეპარატის დასახელებას პროკურატურა არ ახმაურებს. მედიის ინფორმაციით საუბარია ტკივილგამაყუჩებელზე, რომელიც მარიხუანას საფუძველზე მზადდებოდა, თუმცა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ჯანდაცვის უწყებაში.

პრეპარატის კლინიკური კვლევები უკვე შეწყდა. ამჟამად ექსპერიმენტში მონაწილე 90-ვე მოხალისეს გამოკვლევები უტარდებათ.

დღის ამბები