08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
მიკ ჯაგერი და მარტინ სკორსეზე სატელევიზო დრამას იღებენ

მიკ ჯაგერი და მარტინ სკორსეზე ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. ცნობილი როკ მუსიკოსი და ოსკაროსანი რეჟისორი სატელევიზო დრამას იღებენ, რომელიც 70იანი წლების მუსიკალური სამყაროს ისტორიას მოგვითხრობს.

მინი სერიალი სახელწოდებით "ვინილი" იმ სირთულეებს აღწერს, რომელსაც როლინგსტოუნსის ბენდის მონაწილეები კარიერის განმავლობაში გამოცდიან.

იდეა ჯგუფის სოლისტს ეკუთვნის. მიკ ჯაგერმა ამ ინიციატივით სკორსეზეს ჯერ კიდევ 1996 წელს მიმართა, თუმცა გადაღებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ტელეკომპანია ეიჩ–ბი–ოუმ ცოტა ხნის წინ მიიღო.

მიკ ჯაგერს სატელევიზიო შოუში მისი შვილი – ჯეიმს ჯაგერი განასახიერებს. სერიალის პრემიერა 14 თებერვალს შედგება.

დღის ამბები