08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
აფეთქება და სროლა ნალჩიკში - ძალოვანებმა 3 მებრძოლი მოკლეს

ნალჩიკის საცხოვრებელ უბანში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის. სამართალდამცველები მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ. ძალოვანებს ალყაში აქვთ მოქცეული სახლი, რომელშიც, მათივე ინფორმაციით, ტერორისტი იმყოფება.

სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო. ორმხრივი სროლის შედეგად ძალოვანებმა 3 მებრძოლი მოკლეს, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი.

მოკლული მებრძოლების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა რუსული მედია მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ მებრძოლები ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

დღის ამბები