თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილესთან ერთად საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა.
2026 წლის პირველი სექტემბრიდან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
თბილისის საკრებულოს აპარატში კი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი 10 პოზიციაზე გამოცხადდა. შერჩეულ სტაჟიორებთან ხელშეკრულებები კი 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 3 თვის ვადით გაფორმდება.