08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
ეკონომიკური კრიზისის გამო ბრაზილიის რამდენიმე ქალაქმა ტრადიციული კარნავალის ჩატარებაზე უარი თქვა

რიო დე ჟანეირო კარნავალისთვის ემზადება. წლის მთავარ ღონისძიებამდე სამი კვირაა დარჩენილი. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გრანდიოზული სამბადრომი მონაწილეებისა და მაყურებლის დასახვედრად თითქმის უკვე მზად არის.

ტრადიციულად რიოს კარნავალი ყველაზე მრავალფეროვანი და მაღალ-ბიუჯეტიანი ღონისძიებაა, რომელსაც მილიონობით ტურისტი ესწრება. თუმცა წელს ეკონომიკური კრიზის გამო, ბრაზილიის რამდენიმე ქალაქმა საკარნავალო ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვა.

რიოს კარნავალი ბრაზილიაში 5 თებერვალს გაიხსნება და 10 თებერვლამდე გაგრძელდება.

დღის ამბები