02 ოქტომბერი 2026,   13:23
ვრცლად
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

საქართველოში პირველი YouTube  ბიზნესშოუ -  Punchline Profit გრძელდება და სექტემბერში, მაყურებელს, ახალ ეპიზოდს სთავაზობს.

ეპიზოდი ორ ნაწილად იყოფა და ის Punchline Profit-ის Youtube არხზე  უკვე ხელმისაწვდომია.

ახალ ეპიზოდში, ბიზნესშოუს წამყვანები და მოწვეული სტუმრები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე საუბრობენ: როგორ იზრდება გლობალური ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, როცა მისი მთავარი გამოწვევა უკვე არა იდეა, პროდუქტი ან ინვესტიცია, არამედ - სწორი ადამიანების პოვნა და გუნდის გაზრდაა.

ანა რობაქიძე - Theneo-ს დამფუძნებელი და CEO, მაყურებელს კომპანიის ზრდის გამოცდილებას, კადრების მოძიებისა და განვითარების გამოწვევებს უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მზად არის ქართული ბაზარი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების მოთხოვნებისთვის.

Punchline Profit-ის სექტემბრის ეპიზოდის მეორე ნაწილი პირად და რეალურ გამოწვევებს დაეთმობა. როგორ აშენებ სტარტაპს 51 წლის ასაკში, როცა ოჯახი, შვილები და პასუხისმგებლობები აღარ გაძლევს საშუალებს, წლები გაატარო ექსპერიმენტებში ან დიდი დრო დაუთმო უცხოეთში კაპიტალის მოძიებას.

ირაკლი ბესელიძე - Calen AI-ს დამფუძნებელი, მაყურებელს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას იმაზე, თუ რას ნიშნავს ბიზნესის წამოწყება მაშინ, როცა საკუთარი დრო გაცილებით ძვირფას რესურსად იქცევა და თითოეულ გადაწყვეტილებას უფრო დიდი ,,ფასი’’ აქვს.

Punchline Profit-ის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანი კი, ლუკა ნაჭყებია -  შეფი, კვების ტექნოლოგი, რესტორატორი და გასტრონომი, რომელსაც გუნდის შექმნისა და სწორი ადამიანების პოვნის საკუთარი, განსხვავებული ხედვა აქვს, ტექნოლოგიები და HoReCa,  ორი სრულიად განსხვავებული სფერო, მაგრამ ერთი საერთო გამოწვევა: როგორ იპოვო, გაზარდო და შეინარჩუნო ტალანტი.

თუ ტექნოლოგიები, სტარტაპები, ტალანტების განვითარება, განათლება და ბიზნესის ზრდის რეალური გამოწვევები გაინტერესებთ, ეს ეპიზოდი თქვენთვისაა.

Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი.

ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.

 (R)

დღის ამბები