08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
ჯაკარტას ტერაქტში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს

ინდონეზიაში 12 პირი დააკავეს, რომლებიც ჯაკარტას ტერაქტში არიან ეჭვმიტანილი. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს ისლამისტ ბაჰრუნ ნაიმთან აქვთ კავშირი, რომელიც ამჯამად ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რიგებშია და სირიაში იმყოფება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებიდან ერთერთს ISIS-ის წევრებმა ფული გადაურიცხეს. ტერაქტის შემდეგ, რომელსაც ორი დღის წინ 7 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა.

ინდონეზიაში უსაფრთხოება გააძლიერეს. სპეცსამსახურებმა ათობით ექსტრემისტული ინტერნეტგვერდი დაბლოკეს და მოსახლეობას ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს იმ საიტების შესახებ, რომლებიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები