02 ოქტომბერი 2026,   15:01
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანს "ძალიან ძლიერად დაარტყამს", თუ დადგინდება, რომ ის Flydubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტთან კავშირშია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს "ძალიან ძლიერად დაარტყამს", თუ დადგინდება, რომ ის ისრაელის მიმართულებით მიმავალი Flydubai-ის თვითმფრინავზე მომხდარ ინციდენტთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტრამპის გაფრთხილება მას შემდეგ გაისმა, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოძიება დაიწყეს იმის დასადგენად, იყო თუ არა ინციდენტი დაკავშირებული ტერორიზმთან. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს "ისლამისტური რადიკალური იდეოლოგიური სწავლება" ჰქონდა გავლილი.

"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ვისმენ, ვიტყოდი, რომ პასუხი არის - დიახ, თუმცა ამ საკითხზე ამჟამად ვმუშაობთ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ირანი ჩართული დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ რეისზე მომხდარ ინციდენტში.

კითხვაზე, თუ აშშ ირანის ჩართულობას დაამტკიცებს, მიმართავს თუ არა საპასუხო ზომებს, ტრამპმა უპასუხა: "ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას მიიღებენ - ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ".

მედიის ინფორმაციით, ტრამპის მუქარა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების ზოგადი ზრდის ფონზე გაკეთდა. Evronews-ი Axios-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა ბოლო პერიოდში საუდის არაბეთსა და ყატარში Patriot-ის დამატებითი სარაკეტო სისტემები განათავსა, რათა შესაძლო ირანული საპასუხო დარტყმისგან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების დაცვაში შეძლოს.

დღის ამბები