03 ოქტომბერი 2026,   05:54
ვრცლად
ხობის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა.

ფაქტი სოფელ თორსა-დღვებაში დაფიქსირდა, სადაც ბრაკონიერებმა ელექტროიარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მოსახლეობას მიმართავს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მსგავსი ფორმით თევზჭერა საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას არ გამოიყენონ თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები, მიუხედავად ამისა, ბრაკონიერების ფაქტები მაინც ფიქსირდება. ამჯერად, ელექტროიარაღის გამოყენებით თევზჭერის ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელოში.

შევახსენებთ მოსახლეობას, რომ ელექტროიარაღის გამოყენებით თევზჭერა საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და ასევე ადამიანების ჯანმრთელობას".

დღის ამბები