08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
ტაივანს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

ტაივანს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ადმინისტრაციის და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის არჩევნები რამდენიმე საათის წინ დასრულდა.

წინასწარი მონაცემებით ხმების უმეტესობა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა – ცაი ინვენმა მოიპოვა. ეგზიტპოლების თანახმად კანდიდატს, რომელიც ტაივანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემხრობა, ამომრჩეველთა 60–მა % მისცა ხმა. მმართველმა პარტიამ უკვე აღიარა დამარცხება.

ექსპერტები სახელისუფლებო გუნდის მარცხს სწორედ ჩინეთთან ურთიერთობების გამყარების კურსით ხსნიან და არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციის გამარჯვებამ პეკინსა და ტაიბეის შორის სამომავლო ურთიერთობები გაართულოს.

დღის ამბები