02 ოქტომბერი 2026,   17:48
ვრცლად
არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ ქართველი ხალხის და მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს, ქმედებებს. კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობას ენდობა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. როგორც არჩილ გორდულაძე აცხადებს, ყველა კვლევა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კონიუქტურისგან, საქართველოს პროგრესზე მეტყველებს.

"ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. ბევრჯერ მოგვისმენია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ფრაზა, ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ. ჰოდა ამ მაღალჩინოსნებს მინდა ვურჩიო, რომ მათივე კვლევა წაიკითხონ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ენდობა და ნდობის ამ რეიტინგში ევროპაში მეხუთე პოზიციაზე ვართ", - აღნიშნა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 8-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა : ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო.

დღის ამბები