02 ოქტომბერი 2026,   20:56
ვრცლად
ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტ "გმირის დღის" ფარგლებში, შინდისის გმირის ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტ "გმირის დღის“ ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომის, შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

მის მშობლიურ ქალაქ ტყიბულის მე-4 საჯარო სკოლას ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელი მიენიჭა და გმირის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია - "ცხარაჯვარიდან შინდისამდე", რომელიც მიეძღვნა ნიკოლოზ ფორჩხიძის გმირობის ისტორიას.

როგორც ღონისძიებაზე ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა სწორედ მსგავს გმირებზე დგას.

"ჩვენ მაქსიმალურს ვცდილობთ, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ გაიგოს ჩვენი გმირების შესახებ და აუმაღლდეთ ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სიძლიერე და მომავალი", - აცხადებს ტყიბულის მუცინიპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი.

დღის ამბები