02 ოქტომბერი 2026,   20:56
ვრცლად
"ეს იყო როგორც ცილისწამება, ასევე ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა" - განათლების მინისტრმა "გურიის მოამბისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა "გურიის მოამბის" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ. მინისტრის განცხადებით მათ გაავრცელეს მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.
მიქანაძე გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარის დადგენას, უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.


"მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“ ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ჩემს შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ არაერთგზის თავდასხმას.

ეს იყო როგორც ცილისწამება, ასევე ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. შესაბამისად, დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

ჩემი მოთხოვნაა გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება." - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები