08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
გაზის აფეთქებას იტალიაში 5 ადამიანი ემსხვერპლა

გაზის აფეთქებას იტალიაში 5 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მდებარე ქალაქ არნასკოში მოხდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც ნანგრევებიდან ოთხი მამაკაცისა და ერთი ქალის ცხედრები ამოიტანეს, კიდევ ერთი მძიმედ დაშავებული ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შენობაში სულ ორი ოჯახი ცხოვრობდა.

დღის ამბები