06 ოქტომბერი 2026,   21:18
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი: სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრო ბიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თბილისში ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. მათ შორის სიღარიბის მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდით, კორუფციის ინდექსით, უცხოური ინვესტიციებით, საკუთრების უფლებების, ბიზნესის, შრომისა და ვაჭრობის თავისუფლების შეფასებებით.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევრო ბიუროკრატები და აშშ ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. 

"როგორ შეიძლება უსწრებდეს ასეთი ტიპის ქვეყანა საქართველოს, რომელსაც ასევე ევროპის მონაცემებით აქვს ხუთეულში, ათეულში, სამეულში, გამჭვირვალობის მიხედვით პირველ ადგილზე ინდექსები, მათივე ევროპის ინსტიტუტების შეფასებით.

ამასაც ხომ ხალხი ხედავს, გარდა ამისა, მოლდოვას ჩვენ კარგად ვიცით, რომ უწინასწარმეტყველეს, მე მგონი, ხელისუფლებამაც თქვა მოლდოვაში, რომ შეიძლება შეუერთდნენ სხვა სახელმწიფოს.

ახლა ჩვენ ამით თუ გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, არ შეგვშურდება ნამდვილად და ეს ევრო ბიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრო ბიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები