08 ოქტომბერი 2024,   14:36
ვრცლად
ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დატყვევებული ქალები და ბავშვები გაათავისუფლეს

ერაყის ქალაქ რამადიდან ქალები და ბავშვები გამოიყვანეს, რომლებიც 10 დღეზე მეტია საკვებისა და წყლის გარეშე, ისლამური სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ რაიონში იყვნენ დატყვევებულები.

ერაყის ელიტურმა კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფმა ქალაქის ერთ-ერთი უბანი - სუფია, ტერორისტებისგან 2 დღის წინ გაათავისუფლა, თუმცა ბრძოლები იქ ამ დრომდე მიმდინარეობს.

არმიამ ქალაქის უმეტეს ნაწილში ტერორისტების დამარცხება შეძლო, რაც ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. 

დღის ამბები