08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
თავდასხმა ისრაელში - გარდაცვლილია ქალი

ისრაელში მორიგი თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. დასავლეთ სანაპიროზე უცნობი პირი ცივი იარაღით ისრაელის მოქალაქე ქალს თავისივე ბინაში დაესხა თავს. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ქალი გარდაიცვალა.

კიდევ ერთი ინციდენტის დროს, სადაც ასევე პალესტინელი თავდამსხმელი მონაწილეობდა, ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია ადგილზევე მოხდა. მან ქალაქ ნაბლუსში ისრაელის სამხედროზე სცადა თავდასხმა.

დღის ამბები