08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
დიდთოვლობის გამო რუმინეთის შავი ზღვის პორტი დროებით დაიხურა

დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო რუმინეთის შავი ზღვის პორტი დროებით დაიხურა. მოძრაობა შეწყვეტილია ქვეყნის რამდენიმე ავტო მაგისტრალზეც.

ნახევარ მეტრამდე თოვლის საფარმა ხელისუფლება აიძულა ბუქარესტსა და მის შემოგარენში სკოლებში სასწავლო პროცესი შეეჩერებინა.

უამინდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ქვეყნის მასშტაბით 6 ათასამდე პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრეა მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ.

დღის ამბები