08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
ნავთობის ფასი 2003 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაეცა

ოფიციალური თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა ნავთობის ფასზეც აისახა.

მსოფლიო ბაზარზე ვაჭრობის განახლებისთანავე შავი ოქრო კიდევ უფრო გაიაფდა და მისი ღირებულება ერთ ბარელზე 28 დოლარს ჩამოცდა.

ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი 27 დოლარამდე და 67 ცენტამდე დაეცა, რაც 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ნავთობის მკვეთრი გაიაფება მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა გასული კვირა რეკორდული დანაკარგით გამოირჩეოდა.

დღის ამბები