08 ოქტომბერი 2024,   14:38
ვრცლად
ერაყში ამერიკის მოქალაქეები გაიტაცეს

ერაყში შეერთებული შტატების მოქალაქეები გაიტაცეს. სამი ამერიკელი და ერთი ერაყელი თარჯიმანი ბაღდადში ორი დღის წინ გაუჩინარდნენ.

გატაცების ფაქტს შეერთებული შტატების საელჩოც ადასტურებს, თუმცა დაკარგული ადამიანების რაოდენობას არ ასახელებს.

გავრცელებული ცნობით, ისინი ერთ–ერთი ადგილობრივი კომპანიის თანამშრომლები არიან. პარალელურად, ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ რამადიში ისლამისტების მიერ კონტროლირებადი ბოლო რაიონი დაიკავეს, რის შემდეგაც ქალაქიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილობრივები 10 დღის განმავლობაში წყლისა და საკვების გარეშე იყვნენ დარჩენილი.

დღის ამბები