08 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბულია

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბულია. კომენდანტის საათისა და ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გასაპროტესტებლად, დიარბაქირის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა, თუმცა აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. არიან დაკავებულებიც.

პარალელურად, დიარბაქირში სამხედროებზე თავდასხმაც მოხდა. სნაიპერის ტყვიას ერთი ჯარისკაცი და ერთი პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა.

რეიდები გრძელდება ქალაქ სიზრეშიც, სადაც სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ქურთი მებრძოლი მოკლეს. 

დღის ამბები