08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
სირიიდან გაშვებული ჭურვი თურქეთში სკოლის წინ აფეთქდა

აფეთქება თურქეთში. სირიიდან გაშვებული ჭურვი თურქეთის ტერიტორიაზე, საზღვრის მახლობლად მდებარე კილისის რეგიონში აფეთქდა.

ჭურვი სკოლის შენობის წინ გაჩერებულ მანქანას მოხვდა. თურქული პრესის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა, მათ შორის სკოლის მოსწავლე.

პარალელურად, ინტერნეტით სირიის ქალაქ რაქას დაბომბის ვიდეო მასალა გავრცელდა. იერიშსს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ავიაციამ განახორციელა, 40 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 ბავშვი. 

დღის ამბები