08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
„ის მიითვისებს იმდენს, რამდენსაც შეძლებს, სანამ არ შეეწინააღმდეგებიან“, - ჰილარი კლინტონი პუტინზე

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის მორიგი ტელედებატები გაიმართა. საშინაო საკითხებთან ერთად პოლიტიკოსებს კითხვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც დაუსვეს. რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრის დროს ჰილარი კლინტონმა ვლადიმერ პუტინი ჩხუბისთავს შეადარა.

"ბევრი ჩხუბისთავის მსგავსად, ის არის ადამიანი, რომელიც იმდენს მიითვისებს, რამდენსაც შეძლებს მანამ, სანამ წინააღმდეგობას არ გაუწევენ", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ჰილარი კლინტონის თქმითვე, მოსკოვთან ურთიერთობის გადატვირთვა მომავალში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოუტანს ის ქვეყანას.

დღის ამბები