08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ინდოეთში ბორანი დაიწვა - მაშველებმა მგზავრების გადარჩენა შეძლეს

ინდონეზიის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანს ცეცხლი მოედო. ბორტზე 53 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

მათ დასახმარებლად ქვეყნის სანაპირო დაცვას მიმართეს, თუმცა ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლამდე იძულებული გახდნენ, წყალში გადამხტარიყვნენ.

საბოლოოდ მაშველებმა ყველა მათგანის გადარჩენა შეძლეს. დაშავებული მგზავრები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

დღის ამბები