12 ოქტომბერი 2026,   15:44
ვრცლად
ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ვო თჰი ან სუანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვო თჰი ან სუანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

დღის ამბები