08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
"საქართველოს აქვს შანსი მოიზიდოს ინვესტიციები,"- იციკ მოშე

ისრაელ-საქართველოს ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველოს მთავრობას რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი ინიციატივით მიმართავს. როგორც დღეს მოშემ განაცხადა ის, როგორც ბიზნესპალატის პრეზიდენტი მზად არის საქართველოში შემოიყვანოს ინვესტორები, რომლებიც ქვეყანაში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. 

"საქართველოს აქვს უდიდესი შანსი, რომ განსაკუთრებით მოიზიდოს ინვესტიციები. ამაში ქვეყანას ისრაელის გამოცდილების დანერგვა დაეხმარება,"- აცხადებს იციკ მოშე. 

ისრაელ-საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინვესტორი ინვესტიციას განახორციელებს და 100 სამუშაო ადგილს შექმნის. 

კონკრეტულად როდის წარადგენს მოშე ახალ ინიციატივას მთავრობაში ცნობილი არ არის. 

 

დღის ამბები