08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
ახალი ზელანდიის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანს ცეცხლი მოედო

ახალი ზეილანდიის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანს ცეცხლი მოედო. ბორტზე 53 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მათ დასახმარებლად ქვეყნის სანაპირო დაცვას მიმართეს, თუმცა ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლამდე იძულებული გახდნენ, წყალში გადამხტარიყვნენ. საბოლოოდ, მაშველებმა ყველას გადარჩენა შეძლეს. დაშავებული მგზავრები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბორანი კი ჩაიძირა.

ბორტზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები