08 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
დიდთოვლობა სტამბოლში - უამინდობის გამო 315 ავიარეისი ვერ განხორციელდა

დიდთოვლობამ ავია რეისების გადადება გამოიწვია სტამბოლში. Turkish Airlines-ის ინფორმაციით, ორშაბათს და სამშაბათს შესასრულებელი 315 რეისი უამინდობის გამო ვერ განხორციელდა.

ქალაქში სასწავლო პროცესიც დროებით შეჩერებულია, ინციდენტების შემცირების მიზნით დაიხურა სამთავრობო დაწესებულებებიც.

თოვა სტამბოლში კვირას დაიწყო და როგორც მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, ნალექი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება საქართველოს მიმართულებით რეისებს, თბილისის აეროპორტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო სტამბული-თბილისის რეისი, რომელიც თბილისში 11 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, გადადებულია.

დღის ამბები