08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
საფრანგეთში ზვავის ჩამოწოლას 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი ემსხვერპლა ზვავის ჩამოწოლას საფრანგეთის ალპებში. გარდაცვლილები ფრანგი სამხედროები არიან, რომლებიც სათხილამურო კურორტზე ისვენებდნენ.

დაშავებულია 2 ადამიანი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როცა ზვავის ჩამოწოლა მსხვერპლით დასრულდა საფრანგეთში. გასულ კვირას ალპებში 2 მოსწავლე დაიღუპა.

 

 

დღის ამბები