08 ოქტომბერი 2024,   14:39
ვრცლად
დიდთოვლობა ოდესაში - ყინვას და თოვლს 2 მიუსაფარი ადამიანი ემსხვერპლა

დიდთოვლობის გამო პარალიზებულია უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა. ყინვას და თოვლს 2 მიუსაფარი ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქის კლინიკებში რამდენიმე პაციენტი ჰიპოთერმიის დიაგნოზით გადაიყვანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოდესაში კარვები გაშალა უსახლკაროთა დასახმარებლად, სადაც - 7 გრადუს ყინვაში მოსახლეობას პლედებით და საკვებით უზრუნველყოფენ.

ოდესის საერთაშორისო აეროპორტში 20-ზე მეტი რეისი გადაიდო.

დღის ამბები