08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
პარიზის ტერაქტების ერთერთი ორგანიზატორი მაროკოში დააკავეს

პარიზის ტერაქტების ერთერთი ორგანიზატორი მაროკოში დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, 26 წლის გელელ ატარი მაროკოს დედაქალაქის მახლობლად აიყვანეს.

ეჭვმიტანილი წარმოშობით მაროკოელია და ბელგიის მოქალაქეობა აქვს. გამოძიების ინფორმაციით, ატარი მოლენბეკში ცხოვრობდა. 2013 წელს ის სირიაში იმყოფებოდა, სადაც ისლამური სახელმწიფოს რიგებს შეუერთდა და 13 ნოემბრის მთავარ ორგანიზატორს აბდელჰამიდ აბაუდს შეხვდა.

მაროკოს სპეცსამსახურების ინფორმაციით, სირიაში ატარი მეგობართან ერთად - ჩაკიბ აკრუჰსთან ერთად გაემგზავრა, რომელმაც პარიზის ტერაქტების მეორე დღეს, სან დენისის ერთერთ ბინაში პოლიციის რეიდის დროს თავი აიფეთქა.

დღის ამბები