08 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
5 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად

ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ფრანგი ჯარისკაცები დაიღუპნენ. შემთხვევა საფრანგეთში, ვალფრეჟუსის კურორტზე მოხდა, სადაც 50 კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი წვრთნებს გადიოდა.

სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როდესაც ჯარისკაცები 2 ათას 200 მეტრის სიმაღლიდან თხილამურებით ეშვებოდნენ. დაღუპულია 5 ჯარისკაცი. 4 სამხედრო კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც სამხედრო ვეტრმფრენებიც ჩართეს. 

დღის ამბები