08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
ბოიკოტი ოსკარს - მსახიობები ნომინანტთა სიაში ფერადკანიანი მსახიობების არყოფნას აპროტესტებენ

ჰოლივუდის ვარსკვლავების ნაწილი ოსკარს ბოიკოტს უცხადებს. მიზეზი კი ნომინანტთა სია გახდა, სადაც არცერთი ფერადკანიანი მსახიობი არ მოხვდა.

მსახიობები და კინო–ხელოვანები აცხადებენ, რომ ბოლო ორი წელია ოსკარის ნომინაციებში რასისზმის ნიშნები შეინიშნება და ინტერნეტში კამპანიაც წაამოიწყეს სახელწოდებით ოსკარი თეთრია.

ჰოლივუდელების უკმაყოფილება ამერიკული კინოაკადემიის ხელმძღვანელმაც გაიზიარა და საკადრო ცვლილებების გატარების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

შერილ ბუნ აიზეკსი კინოაკადემიის წევრების შემადგელობას უახლოეს მომავალში გადახედავს.

აზეკსი პირობას დებს, რომ 2016 წელს მრავალფეროვნების მისახწევად ყურადღება მიექცევა ისეთ ნიშნებს როგორიცაა სქესი, რასა, ეთნოსი და სექსუალური ორიენტაციაა.

დღის ამბები