08 ოქტომბერი 2024,   14:34
ვრცლად
ხანძარი პარიზში სასტუმრო "რიცში" გაჩნდა

ხანძარი პარიზში სასტუმრო რიცში. ცეცხლი ფეშენებელური სასტუმროს ზედა სართულებზე გაჩნდა და სახურავიც დააზიანა.

ინცინდენტის დროს შენობაში არც პერსონალი და არც სტუმრები იმყოფებოდნენ, რადგან შენობა უკვე სამი წელია სარემონტო სამუშაოების გამოა დახურული.

სასტუმრო რიცი პარიზის ერთერთი ისტორიული შენობაა. ის ვანდომის მოედანზე 1890-იან წლებში აშენდა და მას ხშირად სტუმრობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც პრინცესა დიანა, ჩარლი ჩაპლინი და ერნესტ ჰემინგუეი იყვნენ.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები