08 ოქტომბერი 2024,   14:37
ვრცლად
გაიაფებული ნავთობის გამო აზერბაიჯანში ფინანსური კრიზისია

აზერბაიჯანის ხელისუფლება ნავთობის გაიაფების გამო შექმნილ ფინანსურ კრიზისთან გამკლავებას ახალი გადასახადების შემოღებით ცდილობს.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომლის თანახმადაც, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანაზე 20%–იანი მოსაკრებელი დაწესდება.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შიდასავალუტო ბაზარზე ვითარების სტაბილიზების მიზნით, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებაზე შეზღუდვების დაწესება აუცილებელი ნაბიჯია.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რეკორდული გაიაფების შემდეგ მანათის კურსი დოლართან მნიშვნელოვნად გაუფასურდა, პროდუქციაზე კი ფასები თითქმის ორჯერ გაიზარდა. ილჰამ ალიევა მთავრობას სიტუაციის დარეგულირებისთვის სპეციალური წინადადებების შემუშავება დაავალა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები