08 ოქტომბერი 2024,   14:41
ვრცლად
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება

დავოსი მსოფლიო ლიდერების მოლოდინშია. შვეიცარიის სამთო–საკურორტო ქალაქში ხვალ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება.

მთავარ განსახილველ თემებს შორის პირველ ადგილზე კონფლიქტები და მიგრანტების კრიზისი იქნება.

წინა წლების მსგავსად, დავოსში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. თუმცა, შვეიცარიის არმის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ არანაირი საფრთხე მოსალოდნელი არ არის.

ფორუმი სამი დღე გაგრძელდება და მისი სტუმრები ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გარდა, შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც იქნებიან. დავოსში ჩასვლას აპირებენ კინო–ვარსკვლავები, ლეონარდო დიკაპრიო და კევინ სპეისი

დღის ამბები