08 ოქტომბერი 2024,   14:35
ვრცლად
ფრანგული საავტომობილო მწარმოებელი რენო ბაზრიდან 15 000 მანქანას იწვევს

ფრანგული საავტომობილო მწარმოებელი რენო ბაზრიდან 15 ათას მანქანას იწვევს. მიზეზი რამდენიმე მოდელის ძრავში აღმოჩენილი ხარვეზი გახდა.

შემოწმებისას გაირკვა, რომ მავნე გამონაბოლქვი დაშვებულ ნორმას აჭარბებდა. გასაფილტრი სისტემა კი აღარ მუშაობდა არც მაღალი ტემპერატურის დროს და არც მინუს 17 გრადუსიან გარემოში.

რენოს ხელმძღვანელობის განცხადებით, ბაზრიდან გაწვეული ყველა მანქანის ძრავას ისე შეცვლიან, რომ გამონაბოლქვის დონე სტანდარტთან შესაბამისი იქნება.

გაწვევა ძირითადად რენოს კროსროვერების რამდენიმე მოდელს შეხება, რომლებიც ჯერ გაყიდული არ არის.

დღის ამბები